-
2022-05-05 13:00
მომღერალმა ნუცა შანშიაშვილმა ჟურნალ "გზასთან"ინტერვიუში გემოვნებასთან დაკავშირებულ საკუთარ შეხედულებებზე ისაუბრა.
"სიბერე არ არსებობს! არსებობს ცხოვრებისგან დაღლა, სურვილების გაქრობა, გაბეზრება. რომ იციან თქმა, დავბერდიო და ჩაიცვამენ რაღაც დაჯოჯილ სამოსს, ეს სიბერე კი არა, უპატივცემულობაა საკუთარი თავის და ცხოვრების!
ადამიანი ყოველთვის უნდა გაიზარდოს! კი არ უნდა ბერდებოდეს, არამედ ბრძენდებოდეს!" - ამბობს მომღერალი ნუცა შანშიაშვილი, რომელიც გემოვნებასთან დაკავშირებულ საკუთარ შეხედულებებს ნიუ-იორკიდან გვიზიარებს...
როგროც მომღერალი ამბობს გემოვნება თავიდანვე ოჯახში,შესაბამის გარემოში ყალიბდება.
- გემოვნება ოჯახში ყალიბდება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დაბადებიდან, ბავშვობაში რას ხედავ, როგორ მუსიკას უსმენ, როგორ წიგნს კითხულობ და ა.შ. ყოფილან თვითმყოფადი გენიოსებიც, რომლებიც სადღაც ღრმა სოფელში გაიზარდნენ, მაგრამ უმაღლესი გემოვნება ჰქონდათ. ეს იშვიათი შემთხვევაა. უფრო ხშირად, გემოვნება შესაბამის გარემოში ყალიბდება. თუმცა, მისი გამომუშავებაც შეიძლება, თუ ადამიანს რაღაცას აუხსნი, აჩვენებ, სწორ მიმართულებას მისცემ... მაღალი ხელოვნება გემოვნების ჩამოყალიბებაში ყველაზე დიდ გავლენას ახდენს. ხელოვნება ის ძალაა, რომელსაც ადამიანზე პირდაპირი ზემოქმედება შეუძლია.