
ალეკო ელისაშვილი უკრაინიდან დაბრუნდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი მეგობარი მაია სიხარულიძე წერს და ფოტოსაც აქვეყნებს.
„დაბრუნდა აი, ასე… სიცოცხლით გარისკა, არც ამჯერად უღალატა საკუთარ თავს, ისტორიის სწორ მხარეს დადგა, ყველას შვილების თავისუფლებისთვის ბომბების და ტყვიების წვიმაში.
არ არის მთლად ნორმალური ჩემი ვერსიით, მაგრამ ყველა ქართველს რომ აწყობს ეგ ამბავი – ის შემთხვევაა.
რატომ? მახსოვს, მისი წასვლა რომ გავიგე, შიშით და სიამაყით გავსკდი ტირილით, იქამდე მერიდებოდა, ჩვენი ქვეყნის საჯარო პოზიციის გამო და ალეკო კი, როგორც რიგითი ასე წავიდა ოკუპანტების ჩასახოცად, მაგრამ ჩემთვის ის ამ ქვეყნის პარლამენტის წევრი იყო ომში და ქვეყნის მაშინდელ პოზიციას წმენდდა ნამუსს.
მისი ომით მე უკრაინას მადლობას და ბოდიშს ვუხდიდი და კი მადლიერი ვარ, რომ ამის შესაძლებლობა მომცა მისმა სიგიჟეში გადასულმა სიმამაცემ!
მშვიდობით დაბრუნებას გილოცავ ! „და ძირითადად მევასები ხოლმე“
პ.ს. ვინც უსაქმურ ენებს მოიფხანთ, მისი ჩამოსვლის გამო, მისამართს გახსენებთ რომ დასაქმდეთ Русский военный корабль, иди нахуй!“ – წერს მაია სიხარულიძე სოციალურ ქსელში.
ალეკო ელისაშვილი უკრაინაში რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ საბრძოლველად 13 მარტს გაემგზავრა.