
გადაცემაში მეორე ნაწილის სტუმარი იყო ნათია თოდუა. მან ისაუბრა სიმღერა "მაგნოლიის" ახალი ვერსიის შექმნის იდეაზე,დაგეგმვაზე და მუშაობის პროცესზე.
" სიმღერა პირველად რომ მოვისმინე, ძალიან ემოციური იყო ჩემთვის.თითქოს ჩემს ისტორიას,ჩემს ბავშვობას ყვებოდა.იმდენად ახლოს მოვიდა ჩემთან რომ არ შემეძლო ეს სიმღერა ისე არ მემღერა როგორც ვგრძნობდი."
მომღერლის თქმით, სიმღერის არანჟირება ეკუთვნის მუსიკოს ირაკლი სანაიას. ხოლო, მას შემდეგ რაც სიმღერა ჩაწერეს,გაჩნდა კლიპის ჩაწერის იდეაც...კლიპის,რომელიც ნამღერს კადრებით აღწერდა.