
რამდენიმე დღის წინ ხატია ბუნიათიშვილს კიდევ ერთი კონცერტი ჰქონდა.ამჯერად- სინგაპურში.
სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს და მადლობას უხდის სინგაპურს,ენდრიუ ლიტონს და სინგაპურის სიმფონიურ ორკესტრს.
ქართველი პიანისტი წერს რომ კონცერტის თითოეული წამით ისიამოვნა.
ხატია 6 წლის ასაკიდან ეწევა საკონცერტო მოღვაწეობას — როგორც სოლო, ასევე ორკესტრებთან ერთად. მრავალი კონცერტი გაუმართავს ევროპის ქვეყნებში და აშშ-ში.მისი კონცერტები იმართებოდა ისეთ ცნობილ დარბაზებში, როგორიცაა: კარნეგი-ჰოლი, პარიზის შანზ-ელიზეს თეატრი, ლუვრის აუდიტორიუმში, მუსიკის ნორმალური სკოლა, გავოს დარბაზი, ვენის კონცერტჰაუსი და დარბაზი, მონაკოს ოპერა, სანქტ-პეტერბურგის ფილარმონიის დიდი დარბაზი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი და სხვა.