
„ორშაბათი, სამშაბათი და ოთხშაბათი, ეს სამი დღე აუცილებლად უნდა გამოიყენოთ.
13 წელიწადში ერთხელ ხდება ეს მოვლენა, იუპიტერი - გამარჯვების მმართველი პლანეტა ხვდება თევზების ზოდიაქოში ზუსტად გრადუს-გრადუსში ნეპტუნს. ნეპტუნია უმაღლესი სიყვარულის, უმაღლესი შემოქმედების, რელიგიის, ჩვენი ოცნებების მმართველი პლანეტა. ასეთი შემთხვევა იშვიათია.
ხვალ,12 აპრილს 18:44 წუთზე ნეპტუნი და იუპიტერი გრადუს-გრადუსში ხვდებიან ერთმანეთს და ამიტომ ეს დღეები, დღეს და ხვალ მაქსიმალურად ილოცეთ, იოცნებეთ, გინდ ჩამოწერეთ, გინდ ისე ჩაუთქვით საკუთარ თავს რა გინდათ რომ მოხდეს. ეს არის საუკეთესო პერიოდი შემოქმედებისათვის.
ეს საუკეთესო პერიოდია, რომელიც ხელს მნიშვნელოვან სიყვარულს შეუწყობს. ყველა სახის პერსპექტივებისთვის ძალიან კარგია. შეიძლება.“, - განაცხადა მიხეილ ცაგარელმა.