
მომღერალ ლელა წურწუმიას კოვიდი მეორედ დაუდასტურდა
ამის შესახებ მისმა პროდიუსერმა და მეუღლემ მამულიჩამ სოციალურ ქსელში დაწერა: "მეგობრებო,გილოცავთ ხარებას. ამ კოვიდმა მემგონი ბოლო კუდი მოისროლა და ლელასთან მოვიდა. 15 აპრილის კონცერტი ვარციხის მარანში, გადაიდო 30 აპრილს..."-წერს მამულიჩა
როგორც ცნობილია მომღერალი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი. ამ დროისთვის მისი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის და გადის შესაბამის მკურნალობას.