უკრაინის მხარდასაჭერად ქართველი მომღერლების მიერ შესრულებული სიმღერების პრემიერები რადიო "აფხაზეთის ხმის" ეთერში შედგა

Image

უკრაინაში შექმნილმა ვითარებამ მთელი მსოფლიო შეძრა. საქართველოსთვის კიდევ უფრო მძიმე აღმოჩნდა, რადგან ყოველივე ის რაც ეხლა ხდება გარკვეულწილად გამოვლილი აქვს, შესაბამისად ქართველი ხალხი მხარს უჭერს უკრაინის მოსახლეობას და სხვა და სხვა გზით გამოხატავენ მათ მიმართ სოლიდარობას.

 

მხარდაჭერის ერთ-ერთი გზა ქართველი მომღერლების მიერ დაწერილი და შესრულებული სიმღერებია, რომლითაც უკრაინის მიმართ სოლიდარობას გამოხატავენ. რადიო „აფხაზეთის ხმის“ ეთერში, გუშინ სწორედ აღნიშნული სიმღერების პრემიერები შედგა, სადაც შემსრულებლებმაც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ მათთვის ძალიან მძიმეა ის, რაც უკრაინაში ხდება.

უკრაინული სიმღერის ახლებური ვერსიით ესტუმრა რადიო „აფხაზეთის ხმას“ მომღერალი, კახა კუხიანიძე, რომელმაც სიმღერა და ვიდეო რგოლი თავისი სტუდიის ბავშვებთან ერთად ჩაწერა. მომღერალმა ეთერში აღნიშნა, რომ სიმღერის ჩაწერა და გაშუქება ძალიან სწრაფად, სულ რაღაც 2 დღეში მოხდა და აღმოჩნდა, რომ მათი ამგვარი მხარდაჭერა მსოფლიოს მასშტაბით პირველი იყო. კახა კუხიანიძემ გადაცემაში ასევე განაცხადა, რომ საქართველოში აპირებენ უკრაინელი ბავშვების მიღებას, სწორედ ამიტომ ის გეგმავს მიიღოს ის ბავშვები თავის მუსიკალურ სტუდიაში სრულიად უსასყიდლოდ.

 

„მე მივიღებ მათ, რა საკვირველია უსასყიდლოდ, რათა მათი მდგომარეობა განეიტრალდეს. მუსიკა ძალიან დიდი მამოძრავებელი ძალაა და მე დარწმუნებული ვარ მათ სულიერებას განკურნავს.“ - ამბობს კახა კუხიანიძე.

 

უკრაინული სიმღერის პრემიერითვე შეუერთდა ეთერს „თეატრალურის კვარტეტი“, რომელთაც აღნიშნული სიმღერა წლების წინ ჩაწერეს, ახლა კი მეგობარი ქვეყნის მიმართ სოლიდარობის გამოხატვის მიზნით გადაწყვიტეს, რომ ფართო საზოგადოებისათვის ცნობილი ყოფილიყო. გადაცემაში „თეატრალურის კვარტეტის“ სოლისტმა, ოთო კოვზირიძემ აღნიშნა, რომ სიმღერა ეძღვნება უკრაინის გმირებს, რომელთაც თავისი ქვეყნისთვის თავი გაწირეს.

 

გადაცემის მიწურულს კი ეთერს შეუერთდა ქართველი მომღერალი ლექს-სენი, რომელმაც მაყურებელსა და მსმენელს გაუზიარა უკრაინული სიმღერა. აღნიშნულ ვერსიას მან თავისი ინტერპრეტაციითაც დაამატა სიტყვები და შექმნა ერთი სრულყოფილი სიმღერა.

 

„სიმღერით გადმოვეცი ამ ეტაპზე რითიც შემიძლია მათი დახმარება და გვერდში დგომა. ალბათ ეხლა უკრაინაში ვიყო მაგრამ ამ ეტაპზე რითაც შემიძლია ჩემი სფეროთი და ჩემი პროფესიით მაქსიმალურად ვუდგავარ გვერდში და ვამხნევებ ამ ბრძოლაში, რომელიც აუცილებლად დამთავრდება უკრაინის გამარჯვებით“ - განაცხადა ლექს-სენმა.

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !