
"მე არასდროს შევიცვლები" - ასე ჰქვია მიშა ზაქარიაშვილის ახალ სიმღერას, რომლის პრემიერაც გადაცემაში „სტუმრად ნინოსთან“ შედგა.
აღსანიშნავია, რომ სიმღერის ტექსტი ქართული მხატვრული ფილმიდან, „მხიარული რომანიდანაა“.
მომღერალმა აქვე აღნიშნა, რომ ცოტა ხნით საზოგადოებაში არ ჩნდებოდა და როგორც ის ამბობს, ხელოვანისთვის ეს საჭიროც კია, რათა ყველაფერს ერთად თავი მოუყაროს.