-
2021-12-02 16:16
„შენი ვარ“ - ასე ჰქვია ძმები ნუცუბიძეების ახალ სიმღერას, რომლის პრემიერაც შედგა გადაცემაში „სტუმრად ნინოსთან“.
ძმები ნუცუბიძეები მომღერლები არიან, რომლებმაც სიმღერების ჩაწერა 2017 წელს დაიწყეს. მას შემდეგ თავიანთ, საავტორო სიმღერებს ქმნიან და როგორც აღნიშნეს, სულ 15 სტუდიური სიმღერა აქვთ.
ძმებმა აქვე ისაუბრეს, რომ საკუთარი ხმის ჩამწერი სტუდია აქვთ, სადაც თავიანთ სიმღერებს ამუშავებენ და არანჟირებასაც თვითონ უკეთებენ.
შეგახსენებთ, ოთხშაბათს 18:00 საათზე ჩვენს ეთერში ტრადიციულად გადაცემა „სტუმრად ნინოსთან" გავიდა, რომლის წამყვანი მომღერალი, ნინო ჩხეიძეა. გადაცემაში თქვენ შეგიძლია მოისმინოთ ახალი სიმღერების პრემიერები და ნახოთ მათი კლიპები პირველებმა, მხოლოდ ჩვენს ტალღაზე.