-
2021-11-25 14:14
„ვინმემ არ გაიგოს ჩუუ“ - ქრისტინე იმედაძის ახალი კლიპის პრემიერა გადაცემაში „სტუმრად ნინოსთან“ შედგა.
მუსიკის ავტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი გახლავთ და აღსანიშნავია, რომ სიმღერის ტექსტზეც ქრისტინემ და მაიამ ერთად იმუშავეს.
მომღერალმა გადაცემაში კლიპის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ გადაღებები ზაფხულში, აგვისტოს თვეში მიმდინარეობდა, რომელიც ცოტათი გაიწელა. კლიპი ბევრ ლოკაციაზეა გადაღებული და შესაბამისად დიდი დრო დასჭირდა, თუმცა გადაღებიდან ძალიან მალე უკვე YouTube პრემიერა შედგა.
ქრისტინემ აქვე აღნიშნა, რომ სიმღერაზე გასული წლის ზაფხულიდან მოყოლებული მუშაობდა და ძალიან მონდომებული იყო თავისი ახალი შემოქმედება მალე გაეზიარებინა საზოგადოებისათვის.
გადაცემის ლინკი: