-
2021-11-18 15:50
„სიყვარულის ბალადა” - ასე ჰქვია სიმღერას, რომლის განახლებული ვერსია მომღერალმა, მორის ჯანაშვილმა შექმნა. სიმღერის პრემიერა გადაცემაში „სტუმრად ნინოსთან“ შედგა. ტექსტისა და მუსიკის ავტორი ნინო ახვერდაშვილი გახლავთ.
გადაცემის ეთერში მომღერალმა აღნიშნა, რომ სიმღერა 3 წლის წინ შეიქმნა, თუმცა პანდემიის პერიოდში გადაწყვიტა მისი ახალებური ვერსია გაეკეთებინა და სხვა სიმღერად გარდაექმნა, რაც დიდ ხნიანი შრომის შემდეგ გამოუვიდა: „სიმღერა სულ სხვანაირად აღვიქვი და პანდემიის პერიოდში გავაკეთეთ მასტერინგი, რის შემდეგაც ეთერში გავუშვით. საკმაოდ კარგი გადაწყვეტილება იყო, რადგან ძალიან ბევრი მსმენელის მოწონება დაიმსახურა და მათი საყვარელი სიმღერა გახდა.“ - ამბობს მორის ჯანაშვილი გადაცემაში „სტუმრად ნინოსთან“.
შეგახსენებთ, ყოველ ოთხშაბათს 18:00 საათზე რადიო „აფხაზეთის ხმისა“ და რადიო „დარდიმანდის“ ეთერში თქვენ შეგიძლიათ იხილოთ გადაცემა „სტუმრად ნიმნოსთან“, სადაც პირველები მოისმენთ და ნახავთ ცნობილი შემსრულებლების ახალ სიმღერებსა და ვიდეო კლიპებს.
გადაცემის ლინკი: