-
2021-11-18 14:52
„დამიბრუნდი“ - ასე ქვია მარიტა როხვაძის ახალ სიმღერას, რომლის პრემიერაც გადაცემაში „სტუმრად ნინოსთან“ შედგა. სიმღერის ავტორი იმედო-პაპა ჯანაშვილი გახლავთ, მუსიკის ავტორი თამუნა მაისურაძე.
გადაცემაში მარიტამ არა მარტო სიმღერის შესახებ ისაუბრა, არამედ მაყურებელი სხვა მუსიკალური სიახლეებითაც დააინტერესა. აქვე აღნიშნა, რომ მიუხედავად პანდემიისა პოზიტიურ განწყობას მაინც ინარჩუნებს და ახლა უკვე კორპორატიული და სხვა სახის საღამოებიდანაც აქვს შემოთავაზებები. მისი თქმით ეს არის საქმე, რომელიც ყველაზე მეტად უყვარს: „რაც სიმღერას ეხება იმას ყველაფერს გავაკეთებ, იმიტომ რომ ეს არის საქმე, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს და რომლითაც ვცოცხლობ“ - ამბობს მომღერალი მარიტა როხვაძე გადაცემაში „სტუმრად ნინოსთან“.
შეგახსენებთ, ოთხშაბათს 18:00 საათზე ჩვენს ეთერში ტრადიციულად გადაცემა „სტუმრად ნინოსთან გავიდა, რომლის წამყვანი მომღერალი, ნინო ჩხეიძეა. გადაცემაში თქვენ შეგიძლია მოისმინოთ ახალი სიმღერების პრემიერები და ნახოთ მათი კლიპები პირველებმა, მხოლოდ ჩვენს ტალღაზე.
გადაცემის ლინკი: