-
2021-11-15 17:02
მომღერალი, ნინო ჩხეიძე მის შესახებ გავრცელებულ უარყოფით კომენტარებსა და სტატიებს პასუხობს, რომლებმაც რამოდენიმე დღეა ინტერნეტ სივრცე სრულად მოიცვა.
მომღერალი, ცოტა ხნის წინ სპეციალური მოწვევით გაემგზავრა ქალაქ მოსკოვში, რასაც საზოგადოება ბოლო დღეებია აქტიურად განიხილავს.
„მინდა გამოვეხმაურო იმ გაურკვევლობას, რასაც ბოლო დღეებია ავრცელებს პრესა. საზოგადოებამ იცის, რომ მე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ძალიან ბევრი მოწვევა მაქვს კორპორატიულ საღამოებზე. ამჯერადაც, მოწვევით ვიმყოფები რამოდენიმე კორპორატიულ საღამოზე რუსეთში, ამას გარდა ვხვდები ჩემს ქართველ კოლეგებს და მათთან ერთად, ჩემს მონატრებულ ქართველ ხალხს რამოდენიმე სიმღერა ქართულ ენაზე ვუმღერე რესტორანში, სადაც მათგან უზომო სიყვარული და სითბო მივიღე.
ჩემი დიდი თხოვნა იქნება, სანამ რამე დეზინფორმაციას გაავრცელებენ სხვა და სხვა პორტალები, მკითხონ და პასუხს გავცემ. მე ვარ ჩემი ქვეყნის პატრიოტი და სადაც არ უნდა იყოს, მე ჩემს ქართველებს ვუმღერებ და მონატრებულ საქართველოს ჩავახუტებ.
მე არტისტი ვარ და ეს ჩემი საქმეა, ვამაყობ და ვიამაყებ ყველგან, სადაც ქართველი თავის საქართველოს პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს და თავის ხალხს გაახარებს.“ - ამბობს მომღერალი ნინო ჩხეიძე ,,აფხაზეთის ხმასთან“.