-
2021-11-15 15:22
ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში საგანგაშო კვლევის შესახებ საუბრობს და საზოგადოებას მოსალოდნელ სავალალო შედეგებზე აფრთხილებს.
"სიმპტომიანი და უსიმპტომო კოვიდ ინფიცირებულების თავის ტვინის დაზიანება უფრო დიდია, ვიდრე ადრე ფიქრობდნენ. საკმაოდ საგანგაშო კვლევაა. ამ კვლევის წაკითხვის შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ საქართველოს მოსახლეობის 60% უკვე კოვიდგადატანილია… სხვა დასკვნას ვერ ვაკეთებ, თუ რატომ ვკარგავთ დღეში 80-მდე ადამიანს. მსოფლიოში მე-4 ადგილზე ვართ 100,000 მოსახლეზე სიკვდილიანობის მაჩვენებლით და მაინც არ ვიყენებთ სამედიცინო პირბადეს, არ ვიცრებით და არ ვიცავთ დისტანციას … დამარწმუნეთ, რომ ვცდები…
ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხალხი აიცრება, გამოიყენებს სამედიცინო პირბადეს და დაიცავს დისტანციას …" - წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.