„ლიბერთი ბანკის“ გენდირექტორი, ლადო გურგენიძე გადადგა

Image

ლადო გურგენიძე „ლიბერთი ბანკის" გენერალური დირექტორის პოსტიდან გადადგა და მის ადგილს მისი მოადგილე გიორგი არველაძე დაიკავებს. 


ამ ფაქტთან დაკავშირებით „ლიბერთი ბანკი" საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „newpost"-ი უცვლელად გთავაზობთ:

 

"2013 წლის 1 ივლისს გიორგი არველაძე, რომელიც ამ დრომდე გენერალური დირექტორის მოადგილე იყო "ლიბერთი ბანკის" გენერალურ დირექტორად დაინიშნა. ლადო გურგენიძე დარჩება "ლიბერთი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარე და ამ თანამდებობას 2015 წლის ბოლომდე დაიკავებს. "ლიბერთი ბანკის" მენეჯმენტში სხვა ცვლილებებიც განხორციელდა: ლექსო ლიპარტელიანი, რომელიც ამ დრომდე კორპორატიულ საბანკო საქმიანობას ხელმძღვანელობდა საკრედიტო რისკებს გააუწევს ხელმღვანელობას, რაც ამ დრომდე ლადო გურგენიძის ფუნქციებში შედიოდა. დავით ვერულაშვილი "ლიბერთი ბანკის" კორპორატიული საბანკო დეპარტამენტის ხელმღვანელად დაინიშნა და დაგემილია 2013 წლის ბოლოს მისი გენერალური დირექტორის მოადგილედ დანიშვნა.

 

სანდრო რთველაძე, რომელიც გენერალური დირექტორის მოადგილეა და "ლიბერთი ბანკის" ახალი ბაზრების, არხებისა და კლიენტების მიმართულებას კურირებს ასევე გააგრძელებს ბანკის კორპორატიული საბანკო დეპარტამენტის თანადირექტორობას. არმენ მათევოსიანი, რომელიც გენერალური დირექტორის მოადგილეა საცალო საბანკო საქმიანობის მიმართულებით დამატებით ზედამხედველობას გაუწევს ბანკის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს, რომელსაც ამ დრომდე ლადო გურგენიძე კურირებდა. გენერალური დირექტორის მოადგილე ზურაბ წულაია 2013 წლის მეორე ნახევრიდან შეასრულებს დამატებით ფუნქციებს ბანკში.

 

ამიერიდან ჩემი ყოველდღიური ფუნქციების დიდ ნაწილს გადაინაწილებენ გიორგი, ლექსო და სანდრო, რის შედეგადაც მე მექნება მეტი შესაძლებლობა ყურადღება გავამახვილო ბანკის სტრატეგიულ განვითარებასა და კაპიტალის მოზიდვაზე. ასევე სანდროს გავუწევ სათანადო დახმარებას ახალი ბაზრების, არხებისა და კლიენტების სეგმენტების შექმნაში.

 

დარწმუნებული ვარ, რომ ეს გუნდი რომელიც 2009 წლის სექტემბრიდან მოყოლებული მოღვაწეობს ბანკში შეძლებს სათანადოდ გააგრძელოს ბანკის მართვა. ცვლილებები თანამიმდევრულად განხორციელდება და ვინაიდან ჩვენ ყველას ერთიანი ხედვა და ღირებულებები გვაქვს "ლიბერთი ბანკი" გააგრძელებს განვითარების არსებულ კურსს", განაცხადა "ლიბერთი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს აღმასრულებელმა თავმჯდომარემ, ლადო გურგენიძემ,"– ნათქვამია "ლიბერთი ბანკის" განცხადებაში.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !