
პირველი ნატურალური პროდუქტების ჰიპერმარკეტი "აგროჰაბი" - ქსელში დასაქმებული სტუდენტი თანამშრომლების სწავლის დაფინანსებას იწყებს.
სტუდენტებს 2021 წლის ნოემბრიდან ეძლევათ საშუალება გამოიყენონ შანსი და დასაქმდნენ "აგროჰაბში". დასაქმებული სტუდენტები კი მიიღებენ სასწავლო, 600 ლარამდე გრანტს, რაც ზოგიერთი სტუდენტის სწავლის დარჩენილი ნაწილის 90%-ია.
გარდა ამისა, სტუდენტები აგრეთვე ისარგებლებენ კომპანიის თანამშრომლებისთვის განკუთვნილი სხვა შეღავათებითაც.
„ჩვენი მიზანია სტუდენტებს, რომლებიც ამჟამად სწავლობენ სხვა და სხვა სპეციალობაზე, მივცეთ შესაძლებლობა სწავლის პარალელურად დასაქმდნენ აგროჰაბში. ჩვენ მაქსიმალურადვ ცდილობთ, რომ ჩვენთან დასაქმებულ ადამიანებს შევუქმნათ კომფორტული გარემო. გვაქვს მუშაობის მოქნილი გრაფიკები, ანაზღაურებადი სტაჟირების პრაქტიკა, ბონუსების და ლოიალობის სისტემები და სხვა საინტერესო სამოტივაციო სქემები. ამ პროექტის წარმოწყებით კი, გვინდა ვიზრუნოთ იმ ადამიანებზე, ვისთვისაც გარდა დასაქმებისა, პრიორიტეტი ასევე არის განათლება და განვითარება. უნდა ავღნიშნო, რომ ამ ინიციატივის დაფინანსებით აგროჰაბს თავისი წვლილი შეაქვს შრომისმოყვარე ახალგაზრდების განათლების საქმეში“- განმარტავს აგროჰაბის დირექტორი ლაშა გოცირიძე.
ცნობილია, რომ პროექტის ფარგლებში იგეგმება რამდენიმე ასეული დასაქმებული სტუდენტის წახალისება.