
„მე ვარ სიყვარულით სავსე“ - ასე ქვია სიმღერას რომლის განახლებული ვერსია შექმნა დუეტმა „ლეონმა.“
სიმღერისა და კლიპის პრემიერა კი შედგა გადაცემაში „სტუმრად ნინოსთან“.
ეთერში შემსრულებლებმა სხვა სიახლეებზეც ისაუბრა და მათი კოლაბორაციის შექმნის ისტორიაც გაიხსენეს.
სოლისტმა, ლევან წვერავამ აქვე აღნიშნა, რომ მსმენელისაგან ძალიან დიდ პატივისცემას და სიყვარულს იღებენ, რაც მეტ ძალას და მოტივაციას აძლევს, რისთვისაც ყველას მადლობას უხდის. ხოლო თავისმა იდეამ, შეექმნა მეუღლესთან ერთად დუეტი გაამართლა და საკმაოდ წარმატებული გამოდგა.