
კომპოზიტორ ნუნუ გაბუნიას სიმღერა, „გელოდი“, მომღერალმა ნინო ძოწენიძემ გააცოცხლა, რომლის პრემიერაც შედგა გადაცემაში „სტუმრად ნინოსთან“.
სიმღერა საკმაოდ მინიმალური ინსტრუმენტალითაა, რაც ძალიან საინტერესო და განსხვავებული ვერსია გამოვიდა.
ეთერში მომღერალმა არა მარტო აღნიშნულ სიმღერაზე ისაუბრა, არამედ სამომავლო სიახლეებიც დააანონსა და თქვა, რომ მომავალში შესაძლოა პროექტიც გააკეთოს, მანამდე კი გეგმავს ახალ სიმღერასა და კლიპს.