
კარგი შეთავაზება დევნილი მოსახლეობისთვის Staracademy - სგან. დევნილის სტატუსის მქონე პირებს, Work and Travel USA გაცვლითი პროგრამის ფარგლებში უფინანსდება სრული პაკეტი. დაფინანსების მისაღებად საჭიროა მიიღოთ მონაწილეობა კონკურსში.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ:
1. ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულის (დევნილი) სტატუსის მქონე პირებს;
2. ასაკი 18-დან 26 წლის ჩათვლით.
3. ინგლისურის ცოდნის დონე - B1-დან;
4. აქტიური სტუდენტური სტატუსის მქონე პირებს;
გაითვალისწინეთ, კონკურსის მონაწილეები უნდა აკმაყოფილებდნენ ყველა მითითებულ პირობას.
რა არის Summer Work & Travel? - ეს არის საზაფხულო გაცვლითი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები საქმდებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში 3 თვის განმავლობაში + 1 თვე მოგზაურობისთვის (ნებაყოფლობითი).
დაფინანსება ითვალისწინებს :
1. პროგრამაში მონაწილეობის საფასური;
2. ორმხრივი ავიაბილეთები;
3. 3 დღიანი სემინარი NEW YORK CITY-ში ;
4. სემინარის განმავლობაში საცხოვრებლის, კვების და აქტივობების ხარჯები;
5. დასაქმების უზრუნველყოფა ზაფხულის განმავლობაში;
6. სამუშაო ადგილამდე ტრანსპორტირება;
7. ჯანმრთელობის დაზღვევა;
8. უსაფრთხოების უზრუნველყოფა ა.შ.შ-ს ტერიტორიაზე;
დაფინანსება არ ითვალისწინებს:
- სავიზო მოსაკრებლის გადახდას (160$);
- მუშაობის დროს საცხოვრებლის/კვების ხარჯებს, რაც უნდა დაიფაროს თქვენი ხელფასიდან.
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე:
https://forms.gle/QGpZ2kTHMR1gN4FTA
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 10 ნოემბერი.
კონკურსის შესახებ 3 ნოემბერს 14:00 საათზე ჩატარდება საინფორმაციო პრეზენტაცია ონლაინ, zoom-ის მეშვეობით:
Zoom Meeting
https://us06web.zoom.us/j/87532257959?pwd=ZTJ1ZDBzYk9lWldWKzBZSXhZb3czQT09
Meeting ID: 875 3225 7959
Passcode: 829463