-
2021-10-22 19:06
ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია, მომღერლები საზოგადოებას ახალ დუეტს სთავაზობენ. მათ უკვე ჩაწერეს ახალი ვერსია გელა დაიაურის სიმღერაზე, სახელით „წყაროზე“.
შეგახსენებთ, რომ ნინო ჩხეიძესა და ზურა ბარბაქაძეს უკვე აქვთ ჩაწერილი ერთი დუეტი, სიმღერაზე „მაყვალა“, რომელიც დღემდე არ კარგავს აქტუალობას და არ ჩამოდის ჰიტების სიიდან, მიუხედავად იმისა რომ მათი დუეტი 10 წლის წინ შედგა.
აღსანიშნავია, რომ ზურა ბარბაქაძე რადიო დარდიმანდის ეთერის ერთ-ერთი წამყვანია, და მათი ახალი სიმღერა „წყაროზე“ სწორედ რადიო დარდიმანდის ექსკლუზივია.