
"ბალადა სიყვარულზე" - ასე ქვია სიმღერას, რომელიც ნოდიკო ტატიშვილმა წლების წინ ჩაწერა, სწორედ, ამ სიმღერაზე მომღერალმა ზაფხულის პერიოდში კლიპიც გადაიღო. კლიპის პრემიერა გადაცემაში "სტუმრად ნინოსთან' შედგა.
გადაცემაში მომღერალმა სხვა სიახლეებზე და მიმდინარე მოვლენებზეც ისაუბრა. ნოდიკომ გაიხსენა მისი პირველი სოლო კონცერტი და აღნიშნა რომ სწორედ მაშინ მიხვდა - მისი ოცნება რეალობა იყო.
„ყველაზე მაგარი მღელვარებაა ფარდა როცა იწევა და იცი სცენაზე უნდა გახვიდე. ბასილაიას პირველ კონცერტზე ვიდექი ეკრანების უკან 6 წუთიანი საორკესტრო ნაწარმოები ჟღერდა და მახსოვს, ჩემი ბავშვობის ნატვრა მაშინ ახდა, უცებ სიზმრიდან ცხადში გადმოვედი, მაშინ ვიტირე და სცენაზე რომ გავედი მივხვდი, ამაზე დიდი სიამოვნება არ არსებობს“ - იხსენებს ნოდიკო ტატიშვილი სოლო კონცერტზე საუბრისას.