-
2021-10-21 12:46
ოთხშაბათს 18:00 საათზე, ტრადიციულად ჩვენს ეთერში გავიდა გადაცემა, „სტუმრად ნინოსთან“, სადაც მაყურებელმა და მსმენელმა კიდევ ერთი სიმღერის და კლიპის პრემიერა იხილა.
„გვიანია“ - ასე ჰქვია ლიკა დოლიძის მიერ შესრულებულ სიმღერას, რომლის პრემიერაც გადაცემაში "სტუმრად ნინოსთან" შედგა.
სიმღერის ავტორი რუსა მორჩილაძეა, ხოლო ტექსტის ავტორი ირინა სანიკიძე.
გადაცემაში ლიკა დოლიძემ აღნიშნა, რომ მის რეპერტუარში მხოლოდ მისთვის შექმნილი სიმღერებია და კიდევ ცდილობს, განავითაროს: „ჩემი მიზანი არის ისევ და ისევ, რომ მქონდეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი საკუთარი სიმღერები, საკუთარი რეპერტუარი და მაქვს კიდევაც, ნელ-ნელა დავიწყე ამაზე მუშაობა,“ - თქვა მომღერალმა.