-
2021-10-13 18:54
დღევანდელ გადაცემაში „სტუმრად ნინოსთან“ ასევე შედგა კიდევ ორი სიმღერის პრემიერა, რომლის შემსრულებელიც, მუსიკისა და ტექსტის ავტორიც გურამ შეროზიაა.
პირველი სიმღერა, ეს არის „ლამაზი ვარ“, რომელიც ეთერში კლიპის თანხლებით გავიდა, მეორე გახლავთ სიმღერა სახელით, „გვიყვარდა“ სადაც მთავარი გმირი გურამ შეროზიას ყოფილი მეუღლეა და სიმღერაც შესაბამისად მათ სიყვარულზე. თუმცა, შემსრულებელმა მარტო კლიპების შესახებ არ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ყველაფრისთვის ბევრს შრომობს და აკეთებს: „ბევრს ვშრომობ, აი მაგალითად ბევრმა ისწავლა ფონოგრამა, ავტო ტუნი თუ რაღაც, მართლა არ არის არაფერი მსგავსი. ჩემი ხმა ბუნებრივია, არ არის გავარჯიშებული და თუ რამე არ მომეწონა მეათედ, მეოცედ ვწერ, რომ სალაპარაკო არ გავხდე. ერთი მხრივ ჰეითერების არსებობაც კარგია, სულ ტონუსში ვარ.“ - თქვა გურამ შეროზიამ.
შეგახსენებთ, გადაცემა „სტუმრად ნინოსთან“ ახალი სეზონით და განახლებული ფორმატით ეთერში დაბრუნდა. ყოველ ოთხშაბათს 18:00 საათზე თვქენ იხილავთ ქართველ შემსრულებლებს თავიანთი სიმღერებით და კლიპების პრემიერებით, ასევე მოისმენთ მათგან საინტერესო ისტორიებს.