
რადიო „დარდიმანდის“ და „აფხაზეთის ხმის“ ეთერში მალე ახალი გადაცემა, ,,კვირის შვიდეული დავით არჩვაძესთან" ერთად დაიწყება.
გადაცემის წამყვანი ნათელია, რომ მომღერალი, დავით არჩვაძე იქნება. წამყვანი, გადაცემაში მოწვეულ სტუმრებთან ერთად გაგვაცნობს კვირის განმავლობაში ყველაზე მოთხოვნადი ქართული სიმღერების შვიდეულს, ისაუბრებს ქართულ მუსიკაზე და მის მნიშვნელობაზე. გადაცემის ყურება შესაძლებელი იქნება, ყოველ ხუთშაბათს, 19:00 საათზე.