
თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის შემდეგ, რომლის მიხედვითაც კუდის ყოფილ უფროსს დათა ახალაიას 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, როლანდ ახალაიამ ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთა.
„ამას აკეთებენ იმიტომ, რომ ჩვენგან გამოეძალათ ჩვენებები სააკაშვილის წინააღმდეგ. დღემდე გვებრძვიან ამიტომ, რომ იქნებ სადმე გავტყდეთ და ვთქვათ რამე. მათგან განსხვავებით, ჩვენს ოჯახს ის სიმდიდრე გააჩნია, რასაც ჰქვია ღირსება, რასაც ჰქვია სამშობლოს სიყვარული და ერთგულება. ისინი ვერ გაგვტეხენ ჩვენ, ვერ გაგვაკეთებინებენ ისეთს, რაც არ ყოფილა. ვერც მორალურად და ვერც ფიზიკურად ვერ გაგვანადგურებენ, ეს გაითვალისწინოს ივანიშვილმა და გაითვალისწინოს მისმა შვილობილმა ღარიბაშვილმა. დანარჩენს მერე ვილაპარაკებთ და კარგახანია ამ მიმართულებით ჩვენზე ზეწოლა მიმდინარეობს“, - განაცხადა როლანდ ახალაიამ.