-
2021-09-27 17:06
ფილმები ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია, რადგან ფილმების მეშვეობით ადამიანს შეუძლია ისწავლოს ბევრი ახალი რამ, განიტვირთოს დამღლელი დღის შემდეგ ან უბრალოდ გაიხალისოს დღე უსაქმოდ ყოფნის ნაცვლად.
უამრავ ცნობილ ადამიანს უყვარს ფილმების ყურება და დასვენება, რომელთაც საზოგადოებასაც უზიარებენ და რჩევასაც აძლევენ. მომღერალი, ნინო ჩხეიძე ერთ-ერთი აღმოჩნდა, რომელიც გვიზიარებს საყვარელი ფილმების ტოპ 5-ეულს და აქვე აღნიშნავს, რომ ძალიან უყვარს ფილმების ყურება და როგორც აღმოჩნდა პანდემიამდე ყველა ფილმის პრემიერაზე დადიოდა: „ძალიან მიყვარს ფილმების ყურება, პანდემიამდე ყველა ფილმის პრემიერაზე დავდიოდი. ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო გართობა ფილმების ყურებაა, განსაკუთრებით მიყვარს ფსიქოლოგიური, დეტექტიური და ბიოგრაფიული ჟანრის ფილმები.“ - აღნიშნავს მომღერალი.
1) „პარაზიტი“ - კი-ტაკის ოჯახში ყველა უმუშევარი და ღარიბ-ღატაკია. სიტუაცია მაშინ იცვლება, როდესაც ერთერთი მათგანი პარკების უმდიდრეს ოჯახში, დაიწყებს სამსახურს. შეეცდებიან რა მათი ცხოვრებისეული პრობლემები მოაგვარონ, თავად მოულოდნელად აღმოჩნდებიან უცნაურ ინციდენტში.

2) „მწვანე წიგნი“ - ტონი ლიპს დაიქირავენებ პიანისტ დონ შირლის სატარებლად ამერიკის უკიდურეს სამხრეთში დაგეგმილი ტურის მანძილზე. ეს ის პერიოდია, როდესაც აფრო-ამერიკელები აიძულეს ალტერნატიული საცხოვრებელი მოენახათ გზამკვლევის - The Negro Motorist Green Book- „ზანგი ავტომობილისტების მწვანე წიგნი“ -მიხედვით სეგრეგაციის შესახებ გამოცემული კანონების გამო, რომელიც მეისონ- დიქსონის სასაზღვრო ხაზს ქვემოთ ვრცელდებოდა.

3) „კოკო შანელი და იგორ სტრავინსკი“ - იგორ სტრავინსკიც, ისევე როგორც საბჭოთა რუსეთიდან ლტოლვილი სხვა დანარჩენები, ფულისა და თავშესაფრის გარეშე დარჩა. 1920 წლის ზაფხულში ის კოკო შანელმა პარიზის მახლობლად მდებარე ვილაში მიიწვია. იგი სტუმრად მეუღლე კატერინასთან და ოთხ შვილთან ერთად ჩავიდა. სტრავინსკისა და შანელს შორის წარმოქმნილი იდუმალი ვნება მათი მომავალი წარმატების საწინდარი ხდება. სიყვარული არც ისე ხანგრძლივი აღმოჩნდა, თუმცა, მოგონება ცხოვრების ბოლომდე გაჰყვათ.

4) „საუკეთესო წინადადება“ - ვირჯილ ოლდმენი, მსოფლიოში ცნობილი ანტიკვარის ექსპერტი და აუქციონების წამყვანია. მას არ უყვარს ხალხთან ურთიერთობა, ცდილობს დისტანცია დაიცვას და განმარტოებით ცხოვრობს. ერთხელაც მას მდიდრული ვილის მფლობელი, უცანური დაავადებით შეპყრობილი გოგონა დაიქირავებს ქონების შესაფასებლად.

5) „ლამაზმანი“ - სახალისო რომანტიკულ კომედიაში, მილიონერი საქმოსანი, ედვარდ ლუისი ჰოლივუდელ მეძავს, ვივიან უარდს ბიზნეს-კონტრაქტს დაუდებს და ამ საქმიან გარიგებაში თავსაც დაკარგავს. მას შემდეგ, რაც ედვარდი ვივიანს ერთი კვირით დაიქირავებს და კონკიას როლს შესთავაზებს, ვივიანი მაგნატს თავის მხრივ პრაგმატულ მსოფლმხედველობას უმსუბუქებს.

უყურეთ და ისიამოვნეთ.