-
2021-09-20 13:11
გუშინ, 19 სექტემბერს მომღერალმა, ნინო ჩხეიძემ facebook-ლაივის მეშვეობით საზოგადოებას დაგეგმილი სიახლეები აცნობა.
როგორც მომღერალმა აღნიშნა, 30 სექტემბერს მიემგზავრება ისრაელში, კერძოდ ქალაქ აშდოთში, სადაც დაგეგმილია კონცერტი და ამ კონცერტზე მონაწილეობას ნინო ჩხეიძესთან ერთად სხვა ქართველი და არა ქართველი მომღერლებიც მიიღებენ. აქვე მან აღნიშნა, რომ ეს არ არის პანდემიის პერიოდში მისთვის პირველი კონცერტი. სულ რამოდენიმე კვირის წინ ის იმყოფებოდა ვენაში, სადაც კერძოდ იყო მიწვეული და რომელიც საკმაოდ კარგად ჩატარდა.
მომღერალმა ასევე ისაუბრა მისი გადაცემის შესახებ, „სტუმრად ნინოსთან“, რომელიც მაყურებელს და მსმენელს განახლებული ფორმატით დაუბრუნდება ოქტომბრის შუა რიცხვებიდან. გადაცემა იქნება, როგორც რადიო „დარდიმანდზე“, აგრეთვე რადიო „აფხაზეთის ხმის“ ეთერში.
უამრავ სიახლესთან ერთად მომღერალმა ახალი სიმღერაც დააანონსა, რომელსაც გულშემატკივრებს რამოდენიმე დღეში გაუზიარებს და რომლის პრემიერაც ნინო ჩხეიძის პირად you tube-არხზე შედგება.