-
2021-09-16 14:58
ქართველი ტელეწამყვანი და მოდელი გვანცა დარასელია სოციალურ ქსელებში, განსაკუთრებით კი "ინსტაგრამზე" საკმაოდ აქტიურია და ხშირად უზიარებს გამომწერებს ოჯახურ და სხვა სიახლეებს.
ამჯერად მან საზოგადოებას საკუთარი რეცეპტი გაუზიარა, თუ როგორ ამზადებს გოგრის სუპს. რეცეპტს ტელესახემ ფოტოც დაურთო.
რაც შეეხება რეცეპტს: "გოგრას ვაცხობ ღუმელში საშუალო ტემპერატურაზე. ამასობაში ტაფაზე ვშუშავ ცოტა ხახვს, სტაფილოს და 1 კბილ ნიორს, ცალკე ვბრაწავ ბეკონს. შემდეგ გამომცხვარ და კანგაცლილ გოგრას და ამ ყველაფერს ერთად ვაბლენდერებ, წყლით ვათხელებ სასურველ კონსისტენციამდე. შემდეგ გადმომაქვს ქვაბში, და ვამატებ გახეხილ კოჭას (ჯინჯერს), მარილს და შავ წიწაკას გემოვნებით, წამოვადუღებ, დავასხამ ნაღებს და მზადაა!" - დაწერა გვანცა დარასელიამ საკუთარ "ინსტაგრამ" გვერდზე.
