-
2021-09-14 15:27
გიზიარებთ ყველა დროის 5 საუკეთესო სასიყვარულო ფილმს, რომლებიც ერთდროულად გაგახალისებთ და დაგაჯერებთ, რომ სიყვარული არსებობს.
1. „უბის წიგნაკი“ /The Notebook (2004) - სიყვარულის ეპიკური ისტორია მოხუცი კაცის შესახებ, რომელიც ხმამაღლა უკითხავს დღიურს ალცჰეიმერით დაავადებულ ქალს. გაცრეცილი უბის წიგნაკიდან, მოხუცი კაცის სიტყვები აცოცხლებს ისტორიას წყვილისა, რომელიც მეორე მსოფლიო ომმა დააშორა და შემდეგ ისევ შეახვედრა ერთმანეთს.

2. „მე შენამდე“ / Me Before You (2016) - ფილმი Jojo Moyers-ის წიგნზეა დაფუძნებული და ორი განსხვავებული პერსონაჟის ამბავს გვიყვება: ლუ, პატარა გოგონაა, რომელიც მძიმე სამუშაოებს შორისაა გაჭედილი და უილი, წარმატებული მამაკაცი, რომელიც უბედური შემთხვევის შედეგად დაინვალიდდა. უილი ფიქრობს, რომ მის სიცოცხლეს აზრი არ აქვს, მაგრამ მომვლელ ლუსთან ურთიერთობის შემდეგ ყველაფერი იცვლება.

3. „ჩემი სიძულვილის 10 მიზეზი“ / 10 Things I Hate About You (1999) - შექსპირი ვერ წარმოიდგენდა, თუ როგორები გახდებოდნენ მისი გმირები რამოდენიმე საუკუნის შემდეგ. თანამედროვე რომეო უკვე არ ჰგავს რომენტიულ ახალგაზრდას, ახლა მასთან შეხვედრებისთვის ფულს იხდიან. ჯულიეტა მამაკაცებს ზედმიწევნით კარგად იცნობს და ახლოს არ იკარებს. მას სძულს თავისი რჩეული, რისთვისაც 10 მიზეზი აქვს. მაგრამ მისი სიძულვილის ძირითადი მიზეზი, სიყვარულია.

4. „რომაული არდადეგები“/ Roman Holiday (1953) - განებივრებულ ევროპელ პრინცესას, რომელიც ჩუმად რომში გაიპარება, ყვითელი პრესის ჟურნალისტი ჯო პეკი და ფოტოგრაფი ირვინ რადოვიჩი შეიფარებენ. პრინცესას ჰგონია, რომ ბიჭები ვერ ხვდებიან ვინ არის იგი სინამდვილეში, მაგრამ ჟურნალისტებს სენსაცია სჭირდებათ და ამისათვის ცდილობენ გამოპარული პრინცესა ანას უკან დაბრუნება შეაფერხონ...

5. „ლამაზმანი“ | Pretty Woman (1990) - სახალისო რომანტიკულ კომედიაში, რიჩარდ გირმა და ჯულია რობერტსმა დაუვიწყარი გმირები შექმნეს და დაგვანახეს, რომ სიყვარულს საზღვრები არ აქვს.
