-
2021-09-14 13:39
Met Gala ყველაზე პოპულარული და მნიშვნელოვანი მოვლენაა მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში, რომელიც ყოველწლიურად, 1937 წლიდან მოყოლებული, არებული ტრადიციების დაცვით, მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმის კოსტიუმების ინსტიტუტის დახმარებით, მაისის პირველ ორშაბათს იმართება.
თუმცა, გლობალური პანდემიის გამო წლევანდელი მეთ გალას თარიღი შეიცვალა. ღონისძიება მკაცრი რეგულაციების დაცვით 13 სექტემბერს დაიწყო, ოფიციალური გამოფენა კი 18 სექტემბერს გაიმართება.
წელს მეთ გალაზე, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი და პოპულარული რეალითი შოუს ვარსკვლავი, კიმ კარდაშიანი ქართველ დიზაინერ დემნა გვასალიასთან ერთად გამოჩნდა.
მის ჩაცმულობაზე სწორედ ბალენსიაგას მოდის სახლმა იზრუნა.

აღსანიშნავია, რომ დემნასა და კიმის გამოჩენას საზოგადოების გაოცება მოჰყვა, რადგან მათი ჩაცმულობა ყველასგან განსხვავებული და დასამახსოვრებელი იყო.

წელს შავი ფერი აღმოჩნდა ქართველი დიზაზინერის შთაგონების წყარო, რომლითაც საზოგადოება ნამდვილად გააოცა.