
ისრაელში, ქალაქ აშდოთში მსმენელისა და მაყურებლის წინაშე მონატრებული ქართველი და ებრაელი ვარსკვლავები წარსდგებიან .
30 სექტემბერს დაგეგმილ საღამოში მონაწილებას მიიღებენ, მომღერლები: ნინო ჩხეიძე, თიკა ფაცაცია, ზვიად ბოლქვაძე, ნინი ბადურაშვილი, მორის ჯანაშვილი, კაკული და მიშელ გურიელაშვილები, იუზა მოშიაშვილი და სხვები.
ასევე მიწვეულები არიან: მსახიობი და ტელე-სახე შორენა ბეგაშვილი, შოუმენი და იუმორისტი ზვიად ბლიაძე (ზვიო), ღამის შოუ და მისი ბენდი.
საღამოს აშდოთის ქალაქის საბჭო და აშდოთის ქართველ-ებრაელთა კულტურის სახლი ატარებს, რომელსაც სათავეში უდგას ქალაქის ვიცე-მერი მოშე ბოთერაშვილი და იხეილ ლასრი.
ასე რომ, 30 სექტემბერს ისრაელში გრანდიოზული საღამო გელოდებათ.