
რამდენიმე დღეა, მომღერალ ნინო ჩხეიძის ინსტაგრამ გვერდზე ახალი პოსტები ჩნდება, სადაც მომღერალი გამომწერებს საჩუქრად ნივთებს სთავაზობს.
,,გადავწყვიტე გავათამაშო ნივთები, კაბები და სხვა და სხვა აქსესუარი, რომელსაც აღარ ვიყენებ. მოდით ვცადოთ და პირველი ამ ქუდს ვათამაშებ“ - დაწერა ნინო ჩხეიძემ.
დიახ, მეორე დღეს სპეციალურმა აპლიკაცია, სწორედ ის ადამიანები გააერთიანა, რომლებმაც ფოტოს ქვეშ კომენტარები დატოვეს და მათ შორის გამარჯვებულიც გამოვლინდა.
ნინო ჩხეიძის ინსტაგრამ გვერდზე გათამაშება გრძელდება და ამჯერად ნინოს ულამაზესი ვარდისფერი პიჯაკი თამაშდება.
ამისთვის საჭიროა შეხვიდეთ მის ინსტაგრამ გვერდზე, გაჰყვეთ სთორებს, რომ ყურადღებით მოისმინოთ გათამაშების წესები, ატვირტული ფოტო, სადაც ჩანს გასათამაშებელი ნივთი - მოიწონოთ, დატოვოთ კომენტარი და დაელოდოთ გათამაშებას.
გისურვეთ წარმატებებს !!!