
ტელეკომპანია, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია მედიაზე ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, Facebook- გვერდზე განცხადებას ავრცელებს.
"მივმართავ ყველა ტელევიზიას: ერთად მოვიფიქროთ რაიმე ფორმა მედიის ძალადობრივი რეპრესიების გასაპროტესტებლად და საკუთარი უფლებების დასაცავად. დღეს შექმნილი ვითარება აღარ გვიტოვებს სხვა გზას და, არც ჩვენი კორპორატიული თუ პირადი დაპირისპირებების დრო არაა." - წერს ნიკა გვარამია.