
„მის საქართველო 2015“-ის გამარჯვებულმა, ნუკა ყარალაშვილმა საზოგადოების ყურადღება მალე მიიქცია და პოპულარობაც მოიპოვა. ნუკა "მის მსოფლიოს" კონკურსზე, ტოპ 30 გოგონას შორისაც მოხვდა.
როგორც უკვე აღვნიშნე, ნუკამ ხალხის სიყვარული მალევე დაიმსახურა და მის მიმართ ინტერესიც გაიზარდა. მოდელი ჟურნალისტებთან ყოველთვის გულახდილად საუბრობდა, თუმცა პირადი ურთერთობის შესახებ ბევრს არასდროს საუბრობდა . 2019 წელს კი ცნობილი გახდა, რომ მოდელმა ზაზა ტყეშელაშვილზე იქორწინა. სოციალურ ქსელში მალევე გავრცელდა ფოტოები წყვილის ჯვრისწერიდან, სადაც მოდელს თამუნა ინგოროყვას დიზაინით შეკერილი ორიგინალური კაბა ეცვა.
ნუკა სოციალურ ქსელშიც, განსაკუთრებით კი „ინსტაგრამზე“ აქტიურია და ხშირად აქვეყნებს როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებს. მოდელი უპირატესობას ყოველდღიურ და კლასიკურ სტილს ანიჭებს, თუმცა იშვიათად ჩნდება სპორტული სამოსითაც.