
დიზაინერი ანუკი არეშიძე პირველ ივლისს 32 წლის გახდა. როგორც აღმოჩნდა წელს დიზაინერმა იუბილეს გატარება ოჯახურ გარემოში გადაწყვიტა.
ანუკიმ "ინსტაგრამზე" დაბადების დღის ფოტოც გამოაქვეყნა, სადაც ულამაზეს წითელ კაბაშია გამოწყობილი. აღსანიშნავია, რომ დიზაინერს სიურპრიზი შვილებმაც მოუწყეს და საკუთარი ხელით შექმნილი ნახატები აჩუქეს.
ანუკი დაბადების დღესთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს აქვეყნებს და მადლობას უხდის ყველას, ვინც მიულოცა. - "მინდა, მადლობა გითხრათ ყველას, რომ გამონახეთ დრო და გასაოცარი რაღაცები მისურვეთ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მყავხართ. ეს დღე თქვენ მართლაც განსაკუთრებულ დღედ აქციეთ. მიყვარხართ. მადლობა, მადლობა, მადლობა'" - წერს ანუკი არეშიძე "ინსტაგრამ" გვერდზე.