
ნინო გაჩეჩილაძე არამხოლოდ სერიალში, ცხოვრებაშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს, რასაც მისი ურიცხვი „ინსტაგრამგამომწერებიც" მოწმობს. მსახიობს 100 000-ზე მეტი მიმდევარი ჰყავს, რომლებიც მის მიმართ კომპლიმენტებსა და დადებით კომენტარებს არასდროს იშურებენ.
ნინო გაჩეჩილაძის პირადი ცხოვრება, კარიერა თუ სტილი არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი. ამის მაგალითია მსახიობის მიერ ყველაზე ბოლოს გამოქვეყნებული ფოტოებიც, სადაც გამომწერები საკუთარ აზრს დაუფარავად გამოხატავენ: „ქართული სილამაზე! უცხოურ მსახიობებს რომ აფეტიშებენ, აი, რა გოგოები გვყავს ქართველებს! ნინი ყოველთვის ულამაზესი და საყვარელია!“, „სიტყვებით ვერ გადმოვცემ, როდესაც სერიალს ვუყურებდი და დაგინახე ამ ვარცხნილობაში. საოცრად გიხდება“, „ულამაზესი, თუმცა ბუნებრივი თმით ყველაზე ლამაზად გამოიყურები“, „ულამაზესი იყავი მართლა, მაგრამ ჩემი აზრია, ეგ კაბა არ უხდებოდა ვარცხნილობას და მაკიაჟს“.