-
2021-07-02 15:55
1-ელ ივლისს – პრინცესა დაიანას დაბადების დღის აღსანიშნავად, კენსინგტონის სასახლის ეზოში პრინცმა ჰარიმ და პრინცმა უილიამმა დედის ქანდაკება გახსნეს.
სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება კი იმ ფაქტს მოჰყვა, რომ მეგან მარკლთან ერთად, რომელიც აშშ-ში იმყოფება და სავარაუდოდ ახალშობილიდან გამომდინარე ვერ მოახერხა ბრიტანეთში სტუმრობა, ქეით მიდლტონიც არ დაესწრო ცერემონიალს.

თუმცაღა ყველანაირი სპეკულაცია მცდარი აღმოჩნდა და როგორც ირკვევა, ოჯახი უბრალოდ ცდილობდა კოვიდრეგულაციები მაქსიმალურად დაეცვა, რადგან ისინი ხშირად გაუკრიტიკებიათ სწორედ ამის გამო. შესაბამისად, ქეითის არყოფნის მიზეზი მინიმალური რაოდენობის ადამიანის თავმოყრა გახდა.