"არ მიყვარს მოვლენების კიდევ უფრო დრამატიზირება, თუმცა მარტივი დღეები ნამდვილად არ გამომვილია" - სალომე ბაკურაძე

Image

მომღერალი სალომე ბაკურაძე რამდნიმე დღის წინ სოციალურ ქსელში საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ წერდა. როგორც აღმოჩნდა, მისი მდგომარეობა არც ისე მარტივი იყო.

„რამდენიმე დღის წინ გავიღვიძე და საწოლიდან წამოდგომა ვერ შევძელი. ფეხი ძირს ვერ დავადგი. თვალებს ვერ ვახელდი. თავიდან ცუდი დიაგნოზის მოლოდინი ჰქონდათ, გადამიღეს კატე, ასეთ დროს სიმსივნეს ეჭვობენ ხოლმე, თუმცა არ დადასტურდა. მე, ამ დროს, მართალი გითხრათ, ვერაფერზე ვნერვიულობდი, ისე ცუდად ვიყავი, გავითიშე… ჩემი ოჯახის წევრები ნერვიულობდნენ დიაგნოზზე. დადგინდა ვესტიბულარული აპარატის ნერვის ანთება. იგივე პრობლემა ჰქონდა, როგორც ვიცი, კახი კალაძეს, მხოლოდ უფრო მეტად რთულ ფორმაში. ექიმმა მითხრა, რომ ამ დაავადებას როგორც შეუძლია მარტივად „დაგაგდოს“, ისევე სწრაფად შეიძლება გამოჯანმრთელება” - აღნიშნა მომღერალმა.

 

სალომე ბაკურაძე თავს უკვე კარგად გრძნობს. როგორც ჩანს, მან გულშემატკივრებისა და მეგობრებისგან რთულ პერიოდში დიდი სიყვარული და მხარდაჭერა იგრძნო. რასაც მისი ვრცელი წერილი ადასტურებს: „ნამდვილად უბედნიერესი ადამიანი ვარ. ეს არაა უბრალოდ ნათქვამი ან წამიერად ნაფიქრი, ამას სულ ვგრძნობ და სულ აღვნიშნავ ხოლმე. მუდმივად მაქვს მადლიერების გრძნობა იმ ადამიანებისადმი, ვისთვისაც "არაფერი გამიკეთებია ცხოვრებაში" და ყოველთვის უანგაროდ და მთელი გულით გამოხატავენ ჩემდამი უდიდეს სიყვარულს. არ ვიცი, ეს ამ დოზით რით დავიმსახურე, მაგრამ ასეა და გულის ხეთქვამდე მადლიერი ვარ ამისთვის. არ მიყვარს მოვლენების კიდევ უფრო დრამატიზირება, პირიქით, ცხოვრებაში სულ რაღაცეების გამარტივებაში ვარ, თუმცა მარტივი დღეები ნამდვილად არ გამომვილია, ახლა კი ისე კარგად ვარ, თქვენ რომ გინდათ და მოითხოვთ ჩემგან. და კიდე უფრო თავიდან და ბოლომდე და ბოლოდან და თავამდე სავსე ვარ სიყვარულით. არც კი ვიცი ეს ერთი სიტყვა "მადლობა"თუ ყოფნის იმას, რასაც ვგრძნობ და მინდა ვთქვა, მაგრამ ეს მაინც ხომ უნდა გითხრათ? ყველას, ჩემი ოჯხის წევრებს, ჩემს მეგობრებს, უცნობს, ნაცნობს, ნათესავებს, ყველა გულშემატკივარს ,რომელმაც ასე საკუთარი პრობლემასავით მიიტანეთ გულთან ჩემი ჯანმთელობის ამბები. მიყვარხართ გულწრფელად და კიდევ ერთხელ ძაააან დიდი რამე დამანახეთ” - წერს მომღერალი.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !