
ეკო ფანგანი ყველასთვის საყვარელი ტელესახეა. თუმცა, მისი სტილი, კარიერა და პირადი ცხოვრება ხშირად გამხდარა განხილვის საგანი.
ეკო სოციალურ ქსელებშიც საკმაოდ აქტიურია, განსაკუთრებით კი "ინსტაგრამზე", სადაც ხშირად აქვეყნებს საინტერესო ფოტოებსა თუ ვიდეოებს. ამჯერად მან "ინსტაგრამ სთორში" ძველი ფოტოები გამოაქვეყნა, რომელშიც, როგორც მან აღნიშნა 23-24 წლის იქნებოდა და სადაც არ არსებობდა არც ფოტოშოპი, არც პლასტიკური ქირურგიები და თავს უფრო თავისუფლად გრძნობდა.
„ძველ სურათებს მივადექი. ეს ფოტო ძალიან მიყვარდა. აქ ვარ ალბათ 23-24 წლის. არაფოტოშოპები, არაპლასტიკურები და forever free and wild” - წერს ეკო.