-
2021-07-01 14:32
ცნობილი მოდელი და ყოფილი „მის საქართველო“, თამთა შედანია მალე მეორე შვილის დედა გახდება. მისი მეუღლე დიზაინერი რატი რატიანია.
თამთას პირველი ქორწინებიდან გოგონა მია ჰყავს და როგორც მოდელმა აღნიშნა ერთ-ერთ ინტერვიუში მიას და თავის მეუღლეს, რატის შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ. - "ჩემს მეუღლეზე გიჟდება. მასთან კარგი ურთიერთობა აქვს. მანაც შვილივით მიიღო. ვიპოვე ადამიანი, რომელიც ჩემს შვილს საკუთარისგან არ ასხვავებს - ეს ქალისთვის დიდი ბედნიერებაა. როდესაც შვილი გყავს, რა თქმა უნდა, ყველაფერი შვილით უნდა "გაზომო". ისეთ ადამიანს არ მივიღებდი, ვინც მიას ვერ მიიღებდა".
ზაფხულის ცხელ დღეებს კი თამთა მეუღლესთან ერთად ატარებს და ფოტოებს სოციალურ ქსელშიც უზიარებენ გულშემატკივრებს.
