
მარიტა როხვაძე ჟურნალ "სარკესთან" მის ოჯახში მომხდარ ტრაგედიაზე საუბრობს. როგორც ის ამბობს, სამი თვის წინ მამა გარდაეცვალა და ამან მას მოუშუშებელი ტკივილი დაუტოვა.
„მამაჩემი, შვიდი წელი მძიმე სენს ებრძოდა და სამი თვის წინ გარდაიცვალა. მან მოუშუშებელი ტკივილი დამიტოვა და ვიცი, რომ ამ ტკივილით და მონატრებით მომიწევს ცხოვრება. ისიც ვიცი, რომ მხოლოდ ფიზიკურად დამცილდა და სადაც არის, იქიდანაც სიყვარულს მიგზავნის", - ამბობს მარიტა.