-
2021-07-01 13:58
მსახიობ ლაშა გურგენიძეს ტელეეკრანებიდან და ახლა უკვე სოციალური ქსელებიდანაც საზოგადოება კარგად იცნობს. ის ეკრანებზე ხშირად ჩნდება და მაყურებლებს იუმორისტული სკეტჩებითაც ხშირად ამხიარულებს.
ლაშა გურგენიძის კარიერა და პირადი ცხოვრება არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი. ბოლო დროს კი ხშირად ისმის კითხვები მისი რჩეულის, თაკუნა მჭედლიშვილის შესახებ. ამჯერად მსახიობმა „ინსტაგრამსთორის“ საშუალებით გამომწერების კითხვებს უპასუხა. როგორც ლაშა გურგენიძე წერს, ცხოვრებაში მისთვის ყველაზე მთავარი სიყვარულია და პირადი ცხოვრება კარიერას ხელს არ უშლის. მეუღლე თაკუნა მჭედლიშვილი კი მეგობრის დაბადების დღეზე გაიცნო: „სუპერ წყვილი ხართ, ძალიან საყვარლები“ - წერენ მათი გულშემატკივრები.
გამომწერებმა მსახიობისადმი კომპლიმენტებიც არ დაიშურეს: „ქართულ თეატრს და, ზოგადად, საქართველოს, შენ სჭირდები!“, „ჯერ მის სპექტაკლებს უყურეთ და მერე ნახავთ აღტაცებას“, „ძალიან კარგ მაგალითს გვაძლევ მომავალ თაობას“ -უწერენ ლაშა გურგენიძეს გამომწერები.