-
2021-06-30 14:31
“Joyeria”, გახლავთ სამკაულების ბრენდი, რომელიც 22 წლის მარიამ ყველაშვილმა შექმნა. მარიამს ბავშვობიდან სურდა თავისი სამკაულების მაღაზია ჰქონოდა, მაგრამ ეს დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული, თუმცა გავიდა წლები და მან ეს შეძლო. შეაგროვა გარკვეული თანხა და დაიწყო მაღალი ხარისხის ვერცხლის სამკაულების გამოწერა სხვადასხვა უცხოური საიტებიდან. ამის შემდეგ შექმნა, “Facebook” და “Instagram” გვერდები და დაიწყო სამკაულების ონლაინ გაყიდვა.
ბრენდი გთავაზობთ ვერცხლის სამკაულების უამრავ სახეობას, როგორც ბეჭდებს, ასევე სამაჯურებს, საყურეებს, ყელსაბამებს და სხვა. რა თქმა უნდა, ბრენდი არის ბიუჯეტური და ყველასთვის ხელმისაწვდომი. როგორც დამფუძნებელი ამბობს, სამკაულები ყველა ასაკის მომხმარებელზეა მორგებული.


მომავალში მარიამს გეგმაში აქვს, რომ ბიზნესში თავისი უმცროსი დაც ჩართოს, რომელიც ხელნაკეთ სამკაულებს ქმნის და თავისი სტარტაპი კიდევ უფრო გააფართოვოს და გაამრავალფეროვნოს. – „ვფიქრობ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მიზნების მისაღწევად, არ შევუშინდეთ გამოწვევებსა და სირთულეებს, რომლებიც დღეს გვაქვს, ვიფიქროთ სულ განვითარებაზე და არასდროს დავნებდეთ.“ განაცხადა ბრენდის მფლობელმა მარიამ ყველაშვილმა.