-
2021-06-30 13:54
რეზი არველაძისა და თეონა თავართქილაძის ვაჟი, ვატო არველაძე ქორწინდება. რამდენიმე წლიანი სასიყვარულო ურთიერთობის შემდეგ, ვატომ საყვარელ გოგონას, მაკუნა ზედაშიძეს ხელი საჯაროდ სთხოვა.
ამ ემოციურ მომენტს წყვილის მეგობრების გარდა, ესწრებოდნენ ვატოს ძმა და დედა, თეონა თავართქილაძე, რომელმაც მოგვიანებით წყვილის ვიდეო "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა.

ვატო და მაკუნა წლებია უკვე შეყვარებულები არიან. მაკუნა პროფესიით ფსიქოლოგია. ვატო კი ფეხბურთელების ოჯახის ერთადერთი შვილია, რომელმაც პროფესიად მამის მსგავსად, ფეხბურთელობა აირჩია.

მაკუნასა და ვატოს სიყვარულის ისტორია წლების წინ საინტერესოდ დაიწყო. მოგვიანებით მან ერთ-ერთ ინტერვიუში გაიხსენა: "ეს მაგარი ისტორიაა. "ფეისბუქზე" მომეწონა მისი ფოტოები, ვწერდი და ორი წელი არ მპასუხობდა, მეუბნებოდა, პატარა ხარო. რომ გავიზარდე, თვითონ გამოჩნდა და მომწერა... და გავიფიქრე, ეს გოგო შარშია-მეთქი....“ - ამბობდა ვატო.