-
2021-06-30 13:33
ბრიტანული მედიის, UK Times-ის ცნობით, 72 წლის პრინცი ჩარლზი პრინცესა დაიანას ძეგლის გახსნის ცერემონიალს არ დაესწრება, რადგან ამ მოვლენამ შესაძლოა მტკივნეული წარსული გაახსენოს.
მიუხედავად ამისა, ჩარლზის შვილები: 39 წლის პრინცი უილიამი და 36 წლის პრინცი ჰარი გარდაცვლილი დედის პატივსაცემად გამართული ღონისძიების გამოტოვებას არ აპირებენ.
"მისთვის ეს საშინელებაა", - განაცხადა ინსაიდერმა.
”ამ მომენტებს ძველი ჭრილობების გახსნის შესაძლებლობა აქვს და მისთვის მძიმე მოგონებები მოაქვს: ბედნიერება, მწუხარება, სინანული... დაიანას გარდაცვალების შემდეგ პრინცმა ჩარლზმა გადაწყვიტა, რომ ეს მოგონებები თავისთვის და შვილებისთვის დაეტოვებინა".
როგორც ცნობილია, დაიანას ქანდაკებას ხუთშაბათს კენსინგტონის სასახლეში პრინცესას 60 წლის იუბილეზე გახსნიან.
ცნობისთვის, ჩარლზი და დაიანა 1996 წელს დაშორდნენ, პარიზის ავტოავარიისა და მის გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე. მოგვიანებით კი პრინცმა თავისი პირველი სიყვარული - კამილა მიიყვანა სასახლეში, მისივე ორი შვილით.