"სტუდენტობისას ასკანიდან ბებიას გამოგზავნილ წერილებს შორის ერთ-ერთი ვნახე" - ზურა შევარდნაძე ემოციურ წერილს აქვეყნებს

Image

ზურა შევარდნაძეს ტელეეკრანებიდან ბევრი იცნობს. მცენარეების მოყვარულები, ალბათ, მის ულამაზეს "გარდენიაშიც" არაერთხელ ყოფილან. საქართველოს ყველაზე ცნობილი მებაღე სოციალურ ქსელშიც ხშირად აქტიურობს და გულშემატკივრებს გურული იუმორითა და სისხარტით არაერთ სახალისო ამბავს უყვება.

 

ამჯერად ზურამ „ინსტაგრამზე“ წლების წინ ბებიის მიერ სოფელ  "ასკანიდან"  გამოგზავნილი წერილი გააზიარა:

 

მეტისმეტად ცხელოდა დღეს, შუადღემდე გარეთ ვიმუშავე, მერე შინ გამოვიძებნე საქმე. კარადა გადმოვყარე, ბევრი საჭირო და უფრო მეტი არასაჭირო რამ ვიპოვნე. სტუდენტობისას ასკანიდან ბებიას გამოგზავნილ წერილებს შორის ერთ-ერთი ისეთიც ვნახე, რომელიც აღარ მახსოვდა..

 

"ზურიკო ბებია, იცოდე ჩემგან, რომე აფერი არ იკარქება ქვეყანაზე, სიკეთით იცხოვრე, გულზე ხინჯი არ გექნება და სულზე ლოდი. სხვისი სიკეთის დანახვაც იცოდე ნენა, არიკაცი არაა ვალდებული რამე გაგიკეთოს, ყველას ათმაგათ და ასმაგათ გადუუხადე. იგია მთავარი ვინაა ნამდვილი მოკეთე და ვინ არტისტობს გაანსხვაო. იცოდე ჩემგან, ვინც რუმ გარეშემო გიხტუნავს, გიცქმუტავს და გამსებს საქებარი სიტყვებით კვანტს პირველი იგი დაგიდობს. ყოლთვის პატივი ეცი პირში მთქმელს, გეწყინება გული გეინგრილე და შიეცადე მისი ნათქუამი გეიმთვალისწინო.
ნურცაროის , ნურიკაცზე ნუ დაგწყდება გულს, თუ სამე, როისმე ფეხი წაგისთეს და ბითურ გამოხვიდე არიკაცს არ დააბრალო მაი შენი თავის გარდა. სხვისი ყოლთვინ მადლიერი და მადლობელი იყაი ნენა. ცხვირი, რომ წეიტეხო გული არ გეისტკლიცო ნევრულობით, სანემ საქმე წახთებოდეს მანამდი უნდა ფიქრი თვარა, ხრამში რუმ ჩავარდები მერე მარტუა იმაზე უნდა იფიქრო იქიდან იოლათ და იორღათ რაფერ ამოხვიდე. შენკენ მომართული ბოროტი საქმე, ყორიფელობამდე ეცადე ეისთინო, მეირიდო და უპასუხოთ დატიო. ცხრა ტყავში ამოძვერი და ეცადე ნენა ტერი არ გეიჩინო. იმასაც შეეცადე რაცხაფერა, თავი ვირათ არ გადიქციო, თვარა ყოვლიკაცი შიესთება მისი სათრევი საპალნე შენ გადაგკიდოს. გკოცნის შენი დაჯღარკული ბებიაშენი. 1998 წლის ივლისი. ასკანა, იწობა ხეი და მიწა" - წერს ზურა შევარდნაძე „ინსტაგრამზე“.

 

წერილს გამომწერების მხრიდან უამრავი დადებითი და თბილი კომენტარი მოჰყვა: „დილით რომ გაიღვიძებ და ასეთ საინტერესო რჩევა-დარიგებას წაიკითხავ...“, „კითხულობ და თან თითქოს ჩაგესმის გურული ტკბილი ბებოს ხმა, როგორ არიგებს და ესიყვარულება შვილიშვილს“, „თქვენი ბრძენი ბებოს წერილი - დარიგება ყოველი ჩვენგანისთვის გასათვალისწინებელია” - წერენ კომენტარებში.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !