
ქართველი მომღერალი და მოცეკვავე ანა მალაზონია დაოჯახდა, მისი რჩეული ანრი მექვაბიძე გახდა.
ანას საზოგადოება უკვე დიდი ხანია იცნობს, ის პირველად ეკრანებზე წლების წინ გამოჩნდა, როცა ანა კალანდაძის ლექსზე დაწერილი სიმღერა „მაგნოლია“ შეასრულა. მას შემდეგ ის არაერთ სატელევიზიო შოუსა და გადაცემას სტუმრობდა და ეკრანებზეც ხშირად გვევლინებოდა. თუმცა მან ეს პროფესია მალე მიატოვა და მოცეკვავე გახდა, დღეს კი ანა ქორეოგრაფიცაა და ძალიან ბევრ ახაგაზრდას ასწავლის ცეკვას.
სოციალურ ქსელებში ანაც და მისი მეუღლეც დიდი პოპულარობით სარგებლობს და ბევრი გამომწერიც ჰყავთ. მათი ქორწილის კადრებს კი, გულშემატკივრების მხრიდან უამრავი დადებითი და თბილი კომენტარი მოჰყვა.