
ანი ბებიასა და ილო ბეროშვილის ვაჟი - ჯერი მალე ერთი წლის გახდება. მსახიობმა ამის შესახებ "ინსტაგრამ სთორიში" დაწერა. მისი თქმით, უჭირს დაჯერება, რომ ბიჭუნა ასე მალე გაიზარდა.
"პატარა წერტილი მალე ერთი წლის გახდება. გააზრების პროცესში ვარ", - წერს ანი და გამომწერებს კითხვით მიმართავს, თუ რატომ არ შეიძლება ბავშვისთვის დაბადების დღის გადახდა ერთი წლის ასაკში.
მათ ოჯახურ კადრებს საზოგადოება ყოველთვის დიდი სიყვარულით ხვდება და თბილ სიტყვებსაც არ იშურებენ მათთვის.