
ტელესახე, ნანუკა ჟორჟოლიანი 42 წლის გახდა და დაბადების დღე განსაკუთრებულ გარემოში, სეიშელის კუნძულზე აღნიშნა. "ბედნიერი დაბადების დღე მე", - დაწერა ნანუკამ "ინსტაგრამზე" და გამომწერებისგან უამრავი თბილი მილოცვაც მიიღო.
როგორც ჩანს, ნანუკამ ხალხმრავალ გარემოცვაში იუბილის აღნიშვნას თავი აარიდა და ამჯერად, მშვიდ გარემოში დასვენება და შვილებთან ერთად ყოფნა არჩია.
ცოტა ხნის წინ კი, ტელესახემ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ საკუთარ ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა და ახლა დროს მხოლოდ იმ ადამიანებსა და საქმეს უთმობს, რომელიც სიამოვნებას ანიჭებს.