
მომღერალი, დათო ხუჯაძე დაქორწინდა, მისი რჩეული ეკა დალაქიშვილი გახდა. წყვილმა ქორწილი საქართველოში, კერძოდ კი აჭარაში, ჩაქვის ოაზისში გადაიხადა.
ქორწილს ქართველი ცნობილი სახეები და რუსეთიდან ჩამოსული სტუმრებიც ესწრებოდნენ. ქორწილიდან ვრცელდება კადრებიც თუ, როგორ მღერიან ახალ დაქორწინებული წყვილი. აღმოჩნდა, რომ დათოს მეუღლეს, როგორც მომღერალმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა საინტერესო პროფესია აქვს, რომელიც თავის პროფესიასთან ასე თუ ისე ახლოსაა - "ეკამ საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი დაასრულა და ლოტბარია, თუმცა არასდროს უმუშავია ამ პროფესიით."
რაც შეეხება მათი გაცნოვბის ისტორიას, ერთმანეთი ძალზე განსხავავებულ სიტუაციაში გაუცნიათ. - "ერთმანეთი აეროპორტში გავიცანით, ჩემი პროფესია ძალიან ახლოს იყო აეროპორტთან და სწორედ იქ დაიწყო ჩვენი ურთიერთობაც" - ამბობს დათო.